ბიძინა ივანიშვილი “ნაცმოძრაობაზე”: ერთ შენობას ოთხი მხრიდან უღებდნენ და აპიარებდნენ, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ აღმშენებლობა მიდიოდა

“ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციული ძალაა, მათ მხოლოდ სიტუაციის ამოტრიალება უნდათ,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “იმედი LIVE” -ში საუბრისას განაცხადა.
მან ყოფილი ხელისუფლების მმართველეობის პერიოდი და მეთოდები გააკრიტიკა.
“ნაციონალური მოძრაობის”მხრიდან ოპონირება ეს არ არის ოპონირება, ეს სხვა რამეა, ეს დესტრუქციული ძალაა, მათ ხომ აღარ შეუძლიათ კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მათ მხოლოდ სიტუაციის ამოტრიალება უნდათ. ისევ სიცრუით ისევ ძალადობით, რაც იცოდნენ ისევ იმავეს აკეთებენ. გავიხსენოთ მათი მმართველობის პერიოდი – ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, თვითონ კარგად იყვნენ, ერთი ჯგუფი და ყველას გვარწმუნებდნენ, რომ კარგად ვართ.. მოდელირებული გადაცემები, დახურული ტელევიზიები, წითელი და ყვითელი ჩაფხუტები, დააყენებდნენ რიგში, ერთ შენობას ოთხი მხრიდან ოთხი კვირის განმავლობაში უღებდნენ და აპიარებდნენ, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ აღმშენებლობა მიდიოდა. დღეს უნდათ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ყველაფერი საშინლადაა და ხვალ აპოკალიფსი გველოდება, ისედაც გაჭირვებულ საზოგადოებას კიდევ შოკში აგდებენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები