ირაკლი პეტრიაშვილი: პირად ბრაზს ვერ გადავაყოლებ ჩემი სამშობლოს ინტერესებს
პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით მოქალაქეებმა პირად ინტერესებს არ უნდა გადააყოლონ სახელმწიფოს ინტერესები. მისი თქმით 28 ოქტომბერს საზოგადოების მეირ გაკეთებული სწორი არჩევანი საშუალებას იძლევა 2020 წლისთვის მოქალაქეებმა თავიანთი სიტყვა თქვან ქართულ პოლიტიკაში.
„არასოდეს არავისთვის თავს არ მომიხვევია ჩემი პირადი განწყობები, არც ახლა, მიუხედავად იმისა რომ შარშანდელის გამო დღესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, მე ამ გაბრაზებას ვერ გადავაყოლებ ვერც ამ ორგანიზაციის ინტერესებს და ვერც ჩემი სამშობლოს ინტერესებს, ის რაც იყო 2012 წლამდე იყო პრობლემა, ნეოლიბერალიზმი, დერეგულაცია, ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, აქ ქვეყანა ვერ განვითარდება, კორპორატიული სიხარბე რაც დღემდე შეინიშნება, ბანკებისთვის კოჭის გორება, ბიზნესმენებისთვის უფლებები და ჩვენთვის მხოლოდ ვალდებულებები, ეს არის პრობლემა. ჩვენი გამოწვევა რეალურად არის სიღარიბის დაძლევა, ინფლცია, უმუშევრობა, განათლება და მათ შორის პროფესიული განათლება. სწორედ ამ რიტორიკას მინდა ვხედავდე კანდიდატებში, პოლიტიკურ პარტიებში და სწორედ ეს დინამიკა მინდა რომ დავინახო და მაშინ გადაწყვეტს ის 54 პროცენტი მივიდეს თუ არა არჩევნებზე და რა გააკეთოს ამ არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენ ამ რიტორიკას ვერ ვუყურებთ და მუდმივად ვართ ამ უკაცრავად უნოჭო პინგ-პონგის ყურებაში და ორ პოლუსიან გარემოში, დღეს ამ არჩევანს კი ვაკეთებთ, მაგრამ ამ არჩევანს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2020-სთვის გვრჩება სივრცე რომ საკუთარი სიტყვა ვთქვათ ქართულ პოლიტიკაში.”-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.