ირაკლი პეტრიაშვილი: 28 ნოემბერს ჩვენ ყველანი ერთად გავცემთ პასუხს, რომ ნამდვილად არ გვკლავს ნოსტალგია

28 ნოემბერს ჩვენ ყველანი ერთად გავცემთ პასუხს, რომ ნამდვილად არ გვკლავს ნოსტალგია, დაბრუნდეს ის, რაც იყო და რა დღეშიც ვიყავით მაშინ,-ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების კულტურის ცენტრში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მხარდამჭერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ ვართ ის 54 პროცენტი, რომელსაც არ მოსწონს არც ერთი და არც მეორე კანდიდატი, მაგრამ ამავე დროს ვცემთ პასუხს კითხვას, რა უნდა გავაკეთოთ შემდგომში – ჩვენ 28 ოქტომბერს გავეცით პასუხი ხელისუფლებას, რომ ვართ უკმაყოფილო მათი ნამოქმედარით და მოლოდინი გვქონდა უფრო მეტი – დიახ, ჩვენ გვინდა მათგან უფრო მეტი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერს ჩვენ ყველანი ერთად გავცემთ პასუხს, როგორც შიგნით, ისე მთელს მსოფლიოში – რომ ნამდვილად არ გვკლავს ნოსტალგია, რომ დაბრუნდეს ის, რაც იყო და რა დღეშიც ვიყავით მაშინ”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები