კახა კალაძე: გპირდებით, მომავალ წელს იმაზე მეტ პროექტს განვახორციელებთ, ვიდრე წელს განხორციელდა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას ჰპირდება, რომ მომავალ წელს იმაზე მეტი პროექტი განხორციელდება, ვიდრე წელს განხორციელდა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თბილისში ცხოვრება იყოს კომფორტული, კეთილმოწყობილი და ლამაზი.
„2019 წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლებული იქნება არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, მოწესრიგდება მეტრო, დაემატება ახალი შემადგენლობები. ყველაფერი მიმართული იქნება, რომ თბილისში ცხოვრება იყოს კომფორტული, ქალაქი კი კეთილმოწყობილი და ლამაზი. ჩვენთვის ჯანსაღი წესის დანერგვა, პრიორიტეტულია მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. ის დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, ამას მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერები გამოიყოფა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები