კახა კალაძე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას პასუხობს – გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?

თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო სექტორის იმ კრიტიკას პასუხობს, რომლებიც 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების განულების საკითხს ეხება.
ალაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე მათი პარტიის თავმჯდომარე ჯერ კიდევ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა არჩევნებს არანაირად არ უკავშირდება.
„გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამ ინიციატივაზე საუბარი არჩევნებამდეც იყო, არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან. ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გააწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ, დაინტერესდებიან “, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება.
როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები