“სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთელ ებრაელ ხალხს”

ქართველ ებრაელთა სათვისტომო საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სათვისტომოს განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, ქართველი ებრაელები აღშფოთებული ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ. სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას მოშე გლუკჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელია საქართველოში მყოფი ებრაელებისთვის.

ქართველ და ებრაელ ერს შორის არსებობს 26 საუკუნოვანი სამაგალითო და ძმობა, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ამას ვერაფერი დააზიანებს, მითუმეტეს ვიღაცის კერძო, არაკორექტული გამოხტომები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.

სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალურ ანტისემიტულ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. დარწმუნებული ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები