პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელს ეწვევა

0

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, 20-21 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
21 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. შეხვედრაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები მიიღებენ მონაწილეობას.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. შედგება მამუკა ბახტაძის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რის შემდეგაც მხარეების ერთოლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი