მერაბ ქვარაია: 600 ათასი ადამიანი შვებით ამოისუნთქებს და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია

0

600 000 ადამიანი შვებით ამოისუნთქებს და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ მთავრობის ახალი ინიციატივისშეფასებისას განაცხადა.
,,თითოეული მათგანი საფინანსო ვალდებულებითი თვალსაზრისით სუფთა ფურცლიდან დაიწყებს ცხოვრებას. ამ არაჩვეულებრივ აქციას შემდგომი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, რათა საბანკო სექტორთან ურთიერთობა სიკეთის მომტანი იყოს მოსახლეობისთვის და არა პირიქით. საჭიროა ზუსტი რეგულაციები, რომ არც საბანკო-საფინანსო სისტემა დაკნინდეს და არც მოსახლეობა დაზარალდეს მათგან.
ის პრაქტიკა, რომ ადამიანები უკანასკნელ საცხოვრისსაც კი კარგავდნენ და ლამის ცხოვრების პერსპექტივა ეკარგებოდათ სასესხო ვალდებულებების წნეხქვეშ, ეს უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი