მიხეილ სააკაშვილის ახალი დაპირება: გარანტიას გაძლევთ, როგორც კი გია ვაშაძე გაიმარჯვებს, ყველა იპოთეკარს პროცენტი შეუმცირდება და გადაიხდიან ჩემი დროინდელი დოლარის კურსით

მე გაძლევთ გარანტიას, როგორც კი გია ვაშაძე გაიმარჯვებს, საქართველოში ყველა იპოთეკარს შეუმცირდება იპოთეკის პროცენტი მინიმუმ ორჯერ, გადაიხდიან ჩემი დროინდელი დოლარის კურსით, 1,65,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას პირდება, რომ ივანიშვილს მილიარდნახევარ ლარს უკან დააბრუნებინებს.
“მე გაძლევთ გარანტიას, როგორც კი მოვა გაერთიანებული ოპოზიცია და მე აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში, და როგორც კი გია ვაშაძე გაიმარჯვებს არჩევნებში და როცა შეიქმნება, კოალიციური სახალხო მანდატით აღჭურვილი სახალხო მთავრობა, საქართველოში ყველა იპოთეკარს შეუმცირდება იპოთეკის პროცენტი მინიმუმ ორჯერ და გადაიხდიან ჩემი დროინდელი დოლარის კურსით, 1,65.
ნამდვილად მოხდება უსამართლო პროცენტების და საურავების პატიება და ჩამოწერა, ამის გარანტიას გაძლევსთ და რაც მთავარია, ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიონნახევსრ ლარს მოგიტანთო, თქვენ ხომ იცით რომ გატყუებთ, აი მებ კიდევ კარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი თქვენ მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს, ისე მოვატანინებ, როგორც დაგიბარებია!
ნამდვილად არ მივცემ ივანიშვილს ჩვენი გამარჯვების პირობებში, გია ვაშძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს” – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები