ირაკლი კოვზანაძე: ვალების განულება და ვალების არდაგროვება სამომავლოდ, აი, ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი

“ჭარბვალიანობა ეს, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ, კი მაკროეკონომიკური პრობლემაა. ჭარბვალიანობის ტვირთის გამო, 700 000 ჩვენი თანამოქალაქე წლებია, ამოვარდნილია ეკონომიკური საქმიანობიდან”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე, რომელიც ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას ითვალისწინებს.
„პრემიერ-მინისტრის დღეს გაჟღერებული ინიციატივით, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ეს პრობლემა 31 დეკემბრამდე მოუგვარდება, 600 000 ადამიანის დავალიანება, რომელიც, ჯამში, 1.5 მილიარდ ლარს აღწევს განულდება, 600 000 ადამიანია ამოვა მევალეთა სიიდან“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა უპრეცენდენტოა როგორც მასშტაბით, ასევე შინაარსით.
“ამასთანავე, მთავრობის ჭარბვალიანობის დაძლევის კომპლექსური სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. აღნიშნული პრობლემის დაძლევის გარეშე კი სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია. რას ვგულისხმობ მე? ორი რამ განვიხილოთ ერთად, პირველი, როგორც ვთქვით, კონკრეტულად, ამ ინიციატივით, 600 000 კაცს გაუნულდება დავალიანება, ანუ ყოველი მეექვსე ჩვენი თანამოქალაქე განთავისუფლდება ფინანსური წნეხისგან; მეორე, მთავრობის და სებ-ის ინიციატივით, შემუშავებულია სესხების გაცემის ახალი წესი, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტსების სისტემა და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ეს წესი ძალაში შესულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან. ამ მექანიზმით, ვალების სამომავლოდ დაგროვების ალბათობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ერთი მხრივ, ვალების განულება და, მეორეს მხრივ, სამომავლოდ ვალების არ დაგროვება, აი, ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები