სოფიო კილაძე: გადაწყვეტილება თავისი შინაარსით და მასშტაბით უპრეცედენტოა

„გადაწყვეტილება თავისი შინაარსით და მასშტაბით უპრეცედენტოა“, – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივას.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადამიანებს ამოვიდნენ სიღარიბიდან და ეკონომიკურად მეტად გააქტიურდნენ.
„გადაწყვეტილება თავისი შინაარსით და მასშტაბით უპრეცედენტოა. ის ემსახურება ადამიანის სოციალური უფლებების სრულ რეალიზაციას ყველაზე მოწყვლადი, ეკონომიკურად ყველაზე შეჭირვებული ფენებისათვის. ადამიანებს ეძლევათ საშუალება ცხოვრება დაიწყონ სუფთა ფურცლიდან და ამოვიდნენ სიღარიბიდან, მეტად გააქტიურდნენ ეკონომიკურად. ის რაც წლების განმავლობაში წარმოუდგენელი იყო, დღეს გახდა რეალობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ახალი სტარტი 600 000 ოჯახისთვის და საფუძველი უამრავი ადამიანისთვის, ჰქონდეთ ღირსეული მომავალი სიღარიბის გარეშე”,- განაცხადა სოფო კილაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები