დავით მათიკაშვილი: ოჯახის სიწმინდის დღე არის ის ზღუდე, რომელიც ჩვენს ერს იცავს ბევრი უბედურებისგან, რაც, სამწუხაროდ მოედინება ჩვენს წინააღმდეგ
“სურვილი ჰქონდათ მავანს, რომ განხეთქილების, გახლეჩის დღე ყოფილიყო ჩვენს საზოგადოებაში და ნაცვლად ამისა, ყველამ მიიღო სიწმინდის, ოჯახური სიძლიერის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დღე,“ – ამის შესახებ „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განუცხადა.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე არის ის ზღუდე, რომელიც ჩვენს ერს იცავს ბევრი უბედურებისგან, რაც, სამწუხაროდ მოედინება ჩვენს წინააღმდეგ.
დღევანდელი დღეც, სურვილი ჰქონდათ მავანს, რომ განხეთქილების, გახლეჩის დღე ყოფილიყო ჩვენს საზოგადოებაში და ნაცვლად ამისა, ყველამ მიიღო სიწმინდის, ოჯახური სიძლიერის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დღე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.