პაატა სალია: ძალიან მნიშვნელოვანია მთელმა საქართველომ დაინახოს, რომ საზოგადოება არის ერთიანი

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, მთელს საქართველოს ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს,“ – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მთელმა საქართველომ დაინახოს, რომ საზოგადოება არის ერთიანი იმ ღირებულებებთან დამოკიდებულებაში, რაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ბურჯია, ეს არის ძლიერი ოჯახი, ტრადიციული ოჯახი და სწორედ ეს ტრადიციული ოჯახი განაპირობებს ძლიერ სახელმწიფოს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო აუცილებლად უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ამის რწმენას გვაძლევს ზუსტად ადამიანების ერთიანობა, რომელსაც დღეს ვხედავთ“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები