ირაკლი კობახიძე: დღევანდელი დღე იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ნატო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს

„დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება – ნატო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, ისევე როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საქართველოში გატარებული რეფორმები პოზიტიურადაა შეფასებული.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ასევე, კონკრეტულად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან. შარშან საქართველოში გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და იქ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება – ნატო მყარად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესს მხარს უჭერს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მუდმივად განიცდის ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები