სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გამგეობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. თავმჯდომარედ ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრი ნინო ოკრიბელაშვილი აირჩიეს.
ნინო ოკრიბელაშვილის განცხადებით გაერთიანების საქმიანობის ძირითად და უმნიშვნელოვანეს მიმართულებად, დარგობრივი ასოციაციების მიერ თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებული კლინიკური მართვის პროტოკოლების შექმნა და უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის საჭირო სასწავლო პროგრამების შემუშავება დარჩება.
მისივე განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება გაერთიანების გაფართოებული სხდომის ჩატარება, სადაც დარგის ექსპერტებთან ერთად, მოხდება აღნიშნულ საკითხებზე სამოქმედო გეგმის შემუშავება.​
ამ დროისათვის „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 44 დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები