ლევან დავითაშვილი: ბახტაძის პოლიტიკა არის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარება
ხელისუფლებას დღეს აქვს მიდგომა, რომელიც ჭარბვალიანობის პრობლემის რეალურ მოგვარებას უკავშირდება, – ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ხელისუფლებისადმი მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ვაშაძე ხელისუფლებას სთხოვს, ე.წ. შავ სიაში მყოფთ საბანკო ვალდებულებები მთავრობამამ ჩამოაწეროს.
მინისტრის თქმით, წინასაარჩევნოდ, საფუძველს მოკლებული განცხადებების გაკეთება სწორი არ არის.
„ფინანსთა მინისტრობის დროსაც აქცენტებს აკეთებდა ჭარბვალიანობის პოლიტიკაზე, პრობლემებზე და მისი პოლიტიკა არის ამ პრობლემების მოგვარება. ამიტომ ხელისუფლებას დღეს აქვს მიდგომა, რომელიც ამ პრობლემის რეალურ მოგვარებას უკავშირდება, მათ შორის ეს უკავშირდება მთელ რიგ რეგულაციებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა რა პრობლემებშიც მოექცა ჭარბვალიანობის გამო, აღარ მოექცეს და იყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, იყოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და არა პოპულიზმი, როდესაც ვიცით რა პრობლემაც არსებობს და გამოვდივართ საარჩევნოდ საფუძველს მოკლებული დაპირებებით“, – განაცახა უწყების ხელმძღვანელმა.