სოზარ სუბარი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აბასთუმანმა ძველი დიდება დაიბრუნოს
„აბასთუმანი არის ერთ-ერთი ბრილიანტი საქართველოსთვის, უნიკალური ბუნებრივი რესურსებით და ის არის სამწუხაროდ, აუთვისებელი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აბასთუმანმა ძველი დიდება დაიბრუნოს და ამასთან, ახალი სიცოცხლე შეიძინოს.
„აბასთუმანი არის ერთ-ერთი ბრილიანტი საქართველოსთვის, უნიკალური ბუნებრივი რესურსებით და ის არის სამწუხაროდ, აუთვისებელი. ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აბასთუმანმა დაიბრუნოს ძველი დიდება და არა მხოლოდ ძველი, მან შეიძინოს ახალი სიცოცხლე. ეს გახდება რეგიონში ერთ ერთი ლოკომოტივი განვითარებისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს უნიკალური ბუნება და ეს ყველაფერი შერწყმული და ჰარმონიული იყოს იმ გარემოსთან, იმ საოცარ ჰავასთან, რომელიც იქ არის“, – განუცხადა „კვირას“ სუბარმა.