თორნიკე რიჟვაძე: „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ფინანსური დარღვევის გამო პარტიიდან გაირიცხა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ომარ მახარაძე ფინანსური დარღვევის გამო პარტიიდან გაირიცხა.
მისივე თქმით, ომარ მახარაძე პარტიიდან სამი თვის გაირიცხა.
„ეს ადამიანი ფინანსური დარღვევების გამო სამი თვის წინ მოკვეთილი იქნა პარტიიდან. მინდა ვთქვა, რომ მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში და ეს გახდა მისი პარტიიდან მოკვეთის მიზეზი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისათვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ ომარ მახარაძემ მმართველი პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები