გოგა ხაინდრავა: გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად, სალომეს მამამ არ დათმო ქართული პასპორტი

“სალომე ზურაბიშვილის მამამ გულით ატარა თავისი ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად” , – განაცხადა რეჟისორმა გოგი ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე – “ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას”.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ დაბადებული და გაზრდილი ადამიანები ძალიან დიდ, ქართულ სითბოს ატარებენ.
“თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ პირველი წლები ემიგრაციაში ყოფნისა, ადვილია. გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრობდნენ იქ და მიუხედავად ამისა, სალომეს მამამ არ დათმო ქართული პასპორტი, არ აიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, იმიტომ, რომ საფრანგეთის პასპორტში ეროვნება წერია ფრანგი. მან გულით ატარა თავისი ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად და თავისი შვილიშვილებიც. თქვენ ყველანი მომსწრენი იყავით, საფრანგეთში დაბადებული და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზრდილები როგორ ლაპარაკობენ ქართულად, რა სითბოს ატარებენ, ქართულს” , – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები