“ახალი საქართველო ყოველთვის ღირსების გულისთვის იკრიბებოდა და დღესაც ამიტომ ვდგევართ აქ”

“ახალი საქართველო ყოველთვის ღირსების გულისთვის იკრიბებოდა და დღესაც ამიტომ ვდგევართ აქ”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული სული და ქართული ღირსება სულ თან ატარა.
“ღირსების გულისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ. 25 წლის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ყალიბდებოდა, ყოველთვის ღირსების საკითხი იდგა პირველ რიგში და დღესაც ამიტომ ვდგევართ აქ. ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება ისეთი რამ, რაც აქამდე იყო, როგორ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ამით ყველა ჩვენს ქალბატონს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ეს დამთავრდა, ასეთი რამ აღარ იქნება ამ ქვეყანაში. ჩვენ სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვიქნებით. მან ქართული სული და ქართული ღირსება სულ თან ატარა. 2008 წელს სააკაშვილმა საქართველოში ტანკები შემოიყვანა, სალომემ კი ის ტანკები, მთელ ქართველ ხალხთან ერთად, გაიყვანა, იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი წადილი”,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები