გოგა ხაინდრავა: არ დავუშვებთ უშიშროების თანამშრომლის გაპრეზიდენტებას საქართველოში, სულ რომ ჩვენი გაწყვეტა დასჭირდეთ

“არ დავუშვებთ უშიშროების თანამშრომლის გაპრეზიდენტებას საქართველოში, სულ რომ ჩვენი გაწყვეტა დასჭირდეთ”,- ამ სიტყვებით მიმართა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას.
როგორც მან განაცხადა, დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებისას, ყოველთვის ღირსების საკითხი იდგა.
“ღირსების გულისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ. 25 წლის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ყალიბდებოდა, ყოველთვის ღირსების საკითხი იდგა პირველ რიგში. ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება ისეთი რამ, რაც აქამდე იყო, როგორ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ამით ყველა ჩვენს ქალბატონს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ეს დამთავრდა, ასეთი რამ აღარ იქნება ამ ქვეყანაში. ჩვენ სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვიქნებით. მან ქართული სული და ქართული ღირსება სულ თან ატარა. 2008 წელს სააკაშვილმა საქართველოში ტანკები შემოიყვანა, სალომემ კი ის ტანკები, მთელ ქართველ ხალხთან ერთად, გაიყვანა, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი წადილი”,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები