სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილზე: კარგად ვიცი, ვისი მომხრეა – ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?

0

“მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.
“თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი, ვისი მომხრეა და ვისი – არა. ამავე დროს, გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი