გოგა ხაინდრავა: სამარცხვინო, გრიგოლ ვაშაძე სახელოვნებო კოლექტივს საბჭოთა კავშირის დროს დამსმენად დაჰყვებოდა

0

სამოქალაქო მოძრაობის – „მე ვიცავ თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იდგება იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფლებას იცავს. მისი შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე “ჩეკისტია”, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად ვერ მოვა.
“დღეიდან, სალომე ზურაბიშვილის გვერდით ჩვენ ვიქნებით, ჩვენ ვიდგებით ყველა გამოსვლაში, ყველგან, სადაც სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდება ვიდგებით ჩვენ, ის ადამიანები ვინც იცავენ თავისუფლებას.
თავისუფლება არის ყველაზე დიდი, რაც ჩვენ ღმერთმა გვიბოძა. ჩვენი გზა არი იქით, საიდანც წამოვედით. ჩვენი გზა არის ევროპული ცივილიზაციის. ეს ცივილიზაცია აჭარიდან დაიწყო. აქედან შემოვიდა და მერე მთელ ევროპაში გავრცელდა. ამ გზაზე არჩევანი მარტივია, აქ იდგა საბჭოთა წარსული, სამარცხვინო, გრიგოლ ვაშაძე სახელოვნებო კოლექტივებს საბჭოთა კავშირის დროს დაჰყვებოდა დამსმენად. ამას ნებისმიერ სასამართლოში ვიტყვი. იწერდა ვინ რამდენი კოკა-კოლა დალია, ვინ რამდენი დახარჯა საქართველოში…
ვერ მოიყვანენ ჩეკისტს პრეზიდენტად საქართველოში! ბოკერიას მინდა მივმართო, ჩეკისტი მოგყავთ საქართველოში პრეზიდენტად?! დამთავრდა ეს ამბავი, ჩვენ ვიდგებით სალომეს უკან!”- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
შეგახსნებთ, რომ დღეს „მე ვიცავ თავისუფლებას“ – სამოქალაქო მოძრაობამ ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი