გიორგი ლომია: “ნაცმოძრაობა” ცრუობს, პასუხისმგებლობა არა ჯარისკაცებს, არამედ ბრძანების გამცემებს ეკისრებათ

0

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს, რომ თითქოს 2008 წლის ომში მონაწილე ქართველ სამხედროებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ, უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც ლომიამ “კვირასთან” საუბარში განაცხადა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ კონკრეტულ ლიდერებს, ბრძანების გამცემებს და არა ჯარისკაცებს.
ლომიას შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საკუთარი ბრალეულობის სხვებზე გადაბრალებას და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
“ჯარისკაცი არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძანების შემსრულებელი, ის იცავს საკუთარ ქვეყანას, თუ კი ბრძანება იყო არასწორი, მავნებლური, ბრალეულობა უნდა ვეძებოთ ამ ბრძანების გამცემებში ანუ სააკაშვილში, კეზერაშვილში და მაშინდელ მაღალჩინოსნებში. ქართველი ჯარისკაცი ყოველთვის იცავდა და დაიცავს საკუთარ ქვეყანას. ვუყურებთ როგორც ვითარდება პროცესები – “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს სხვებს გადააბრალოს ყველა ის შეცდომა, რომელიც თავად დაუშვა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ასევე ისინი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ისე წარმოაჩინონ, რომ ვითომ რაღაცები გაიაზრეს, რაღაცებს შეცვლიან, ეს არის ტყუილი არაფერი არ აქვთ გააზრებული. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მოსახლეობა შეცდა, ვაშაძემ ამომრჩევლების ხმების უმეტესობა მიიღო, დაჯდა პრეზიდენტის სავარძელში, ციხიდან გაათავისუფლა ახალაია და მერაბიშვილი, შეიწყალა სააკაშვილი, ნელ-ნელა მოკრიბა ძალა და 2020 წლისთვის პარლამენტში მოხვდა დიდი რაოდენობით, მივიღებთ არამხოლოდ პოლიტიზებულ პოლიციას, არამედ სამხედრო დიქტატურასაც.. ეს ყველაფერი არ უნდა დავუშვათ, ის ცხრაწლიანი რეჟიმი არ უნდა დავაბრუნოთ”, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

კომენტარები

კომენტარი