“ყველანაირი მცდელობა, რომ ფორმიანი ადამიანი ჩაერთოს პოლიტიკაში, უბრალოდ არასწორია და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს”

0

“ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა, ამიტომ ეს ხალხი უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას”, – ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა ანა დოლიძემ, ბოლო პერიოდში სამხედრო პირების მხრიდან გაკეთებულ პოლიტიკურ კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ფორმიანი ადამიანის პოლიტიკაში ჩართვის ნებისმიერი მცდელობა არასწორია და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
„ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, სახელმწიფო არ დააზიანონ. ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, წარმოადგენს სახელმწიფოს, არის სახელმწიფოს სიმბოლო. ეს ქვეყანა უნდა იყოს აქ, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მის სათავეში, ამიტომ ეს ხალხი უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას. ყველანაირი მცდელობა, რომ ფორმიანი ადამიანი ჩაერთოს პოლიტიკაში, უბრალოდ არასწორია და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს მუდმივი მოცემულობის ინტერესებს. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს ქვეყანა აქ უნდა იდგეს, თავის ადგილას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი