თადარიგის გენერალ-მაიორი ქართველი სამხედროების დასჯას რაიმე კუთხით გამორიცხავს-“ვაშაძე ნუ ეთამაშება ცეცხლს”

0

სამხედრო კუთხით თუ შევხედავთ, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ მიცემული დასჯის კუთხით, პასუხისმგებლობა დააკისროს ვინმემ, – ამის შესახებ თადარიგის გენერალ-მაიორმა, „საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა თეიმურაზ ლორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლორია პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა “კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტარანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა”.
“ერის სიბრძნეს ანდაზები გამოხატავს არის ასეთი ქართული ანდაზა წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, მეორე – ქურდს ქუდი ეწვისო. ამ პოზიციიდან თუ შევხედავთ მათ განცხადებებს , ალბათ, მათ აქვთ ისეთი დანაშაულებები ჩადენილი და ისეთი არასწორი ნაბიჯები გადადგმული , მე არ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი , მაგრამ ადამიანურად ვლაპარაკობ ამას , რომ მათ ეშინიათ, მათი ქმედებები ქართული საზოგადოებისთვის გახდება აშკარა და ქართული საზოგადოება გამოუტანს იმ განაჩენს , რომელსაც ისინი იმსახურებენ იმ ქმედებებისთვის, რაც არასწორი იყო 2008 წელს.
სამხედრო პირი ომს არ იწყებს, ომს იწყებენ პოლიტიკოსები და ამთავრებენ პოლიტიკოსები. სამხედრო პირები მხოლოდ მოქმედებენ იმ არეალში, რასაც მათ წესდება კარნახობს, საბრძოლო მოქმედებების სწორად წარმართვაში მონაწილეობენ.
ყურადღებით მოვუსმინე თეა წულუკიანის განცხადებებს. ჩემს თვალში მართლაც უდიდესი პატივისცემა გამოიწვია იმის გამო, როგორ პროფესიონალურად ახსნა, რა პროცესები მიმდინარეობდა ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით და რა შედეგებამდე მივედით დღეს ,რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად იყოს დაცული სერთაშორისო დონეზე.
სამხედრო კუთხით თუ შევხედავთ ამას არ არსებობს იმის ალბათობა, რომ სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ მიცემული დასჯის კუთხით, პასუხისმგებლობა დააკისროს ვინმემ.
ჰააგის სასამართლო იხილავს სამხედრო დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. საქართველოს რომელმა ჯარისკაცმა, ანწუხელიძემ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული? ან კაცობრიობის წინაშე დანაშაული? სიტყვებს ვერ მოვძებნი, რომ შევაფასო ბატონი გრიგოლის განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი რჩევა იქნება, როგორც სამხედრო პირის, ნუ ეთამაშება იმ ცეცხლს, რომელზეც შეიძლება ხელები დაიწვას, არ შიძლება სამხედროების ასე უპრაგონოდ გამოყენება ყოველთვის, სადაც გაგიხარდება“, – განაცხადა ლორიამ.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა განცხადება „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს”- განაცხადა წულუკიანმა.
მოგვიანებით, მან განცხადება განმარტა.
„რაც შეეხება ფატუ ბენსუდას წარმოებულ გამოძიებას, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს მას დაგეგმილი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოიძიოს ქალბატონი ბენსუდას ოფისმა და, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გამოიძიოს ქართველთა ეთნიკური წმენდა. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის, რომ გამოძიებამ დაადგინოს გვარები და სახელები რუსეთის მოქალაქეებისა, ვინც დანაშაული ჩაიდინა”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
აღნიშნულ საკითხს, დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.
კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას, „რადგან ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე“.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი