გია ვოლსკი: ჩვენ შეგვიძლია გრიგოლ ვაშაძეს ძალიან მძიმე წარსული გავახსენოთ, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდი

„შეგვიძლია გრიგოლ ვაშაძეს ძალიან მძიმე წარსული გავახსენოთ, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდი”, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გრიგოლ ვაშაძის მიერ 2009 წელს გაკეთებულ განცხადებას.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ერთადერთი გამონათქვამი ვაშაძის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ მთავარი თემა მნიშვნელოვანწილად არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიატოვა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს გამოეცალა მთავარი აგური, კერძოდ შიში. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მძიმე წარსული გავახსენოთ მას, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდი, როდესაც მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო, თავისი ოფიციალური პოზიციიდან შეჰყავდა შეცდომაში, როდესაც ეუბნებოდა რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და ხალხი რომელიც დაიღუპა, მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა სახელმწიფომ იმ მძიმე პერიოდში. გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ იგი არის რუსი, რომ იგი არ აპირებს რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლას და რომ მას განსხვავებული მოსაზრება აქვს ომთან დაკავშირებით, კერძოდ რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით, მას ეს მოსაზრება ჰქონდა არა ომის შემდეგ, არამედ ომის წინ, ძალიან დრამატულ პერიოდში, როდესაც სასწორზე იდო ადამიანების სიცოცხლე. ეს არის ადამიანი იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, არ იქნებოდა საშუალება ბრძოლის ველიდან გამოგვეყვანა დახოცილი ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი იმისათვის, რომ ამ ყველაფრის სწორი შეფასება არ მოხდეს, ხდება ყველანაირი დეზინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით ჯარისა და პოლიციისადმი, რომ თითქოს ვიღაც აპირებს ბრალი წაუყენოს ჩვენს მებრძოლებს, ჩვენს გმირებს და განსაკუთრებით საქართველოს, რაც არანაირად, არანაირ პოლიტიკურ კონტექსტში არ არის რეალობა”, -განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 2009 წელს გაკეთებულ განცხადებაში, ვაშაძე ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს რუსეთი და მას “ამ სამარცხვინო ომთან” კავშირი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები