ზემო ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევის გამო დაღუპულების ოჯახს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებენ

ზემო ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევის გამო დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები სამძიმარს უცხადებენ.
ზემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართული დაზიანდა. შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქებას 34 წლის ქალი და მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა. ისინი ნანგრევებში იყვნენ მოყოლილები. მას მაშველები 7 საათის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილები პროზწქტურაში არიან გადასვენებულები. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია. ისინი დამწვრობის ცენტრში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები