შალვა ხუციშვილი: მაშველებმა სამძებრო სამუშაოები სიცოცხლის რისკის ფასად განახორციელეს

0

„იმ ადგილზე სადაც მოხდა დედა-შვილის ცხედრის აღმოჩენა, კორპუსის მზიდი კედლები იყო დაზიანებული, ასევე, რამდენიმე სართულის იატაკის კედლები და ფილები იყო ჩანგრეული“,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაშველებმა სამძებრო სამუშაოები სიცოცხლის რისკის ფასად განახორციელეს, თუმცა, დედა-შვილის გადარჩენა მათზე აღარ იყო დამოკიდებული.
„გარდაცვლილები არიან სამწუხაროდ და მინდა რომ ყველა მეხანძრე-მაშველის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს. რეალურად ეს იყო ურთულესი ღონისძიება იმიტომ რომ მზიდი კედლები იყო დაზიანებული კორპუსის და რამდენიმე სართულის იატაკის კედლები და ფილები იყო ჩანგრეული და ჩატანილი იმ ადგილზე სადაც მოხდა დედა-შვილის აღმოჩენა. რეალურად, მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ურთულესი ღონისძიებები განახორციელეს და რეალურად ძალიან დიდი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ისეთ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, რომ აქ მაშველების მოქმედებაზე აღარ იყო დამოკიდებული მათი სიცოცხლე“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ფონიჭალაში აფეთქება, სავარაუდოდ, აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია, სინკარის ნანგრევები კი მე-2 სართულამდე ჩაიტანა.
ინციდენტის შედეგად 30 წლის ქალბატონი და მისი 1 წლის შვილი გარდაიცვალა. სამი დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

კომენტარები

კომენტარი