შალვა ხუციშვილი: სამაშველო ღონისძიება გადამწყვეტ ფაზაშია

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მინიმალური უსაფრთხოების გარემო შექმნა მოხდეს, რომ ეს ღონისძიება დროულად დასრულდეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა შალვა ხუციშვილმა ფონიჭალაში განუცხადა.
მისი თქმით, სამაშველო ღონისძიება გადამწყვეტ ფაზაშია.
ხუციშვილი იმედოვნებს, რომ სამუშაოები მალე დასრულდება.
„შიგნიდან საფრთხის შემცველია იმიტომ, რომ მთელი მზიდი კედლები დაზიანებულია, პრაქტიკულად, კედლები გადაადგილებულია. რთულია შიგნით სამაშველო ოპერაცია, იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია მაშველებისთვისაც. მიუხედავად ამისა, მაინც მიდის მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მინიმალური უსაფრთხოების გარემო შექმნა მოხდეს, რომ ეს ღონისძიება დროულად დასრულდეს,“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ფონიჭალაში, კორპუსში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, ორ ადამიანს ეძებენ. მთლიანად ჩამონგრეულია მეოთხე სართულის იატაკი და ქვედა სამი სართული
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები