ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრში პაციენტებს სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდებათ.
“შემთხვევის შედეგად დაწესებულებაში მოთავსებულია სამი პაციენტი: ბაბუა, მამა და შვილი. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა. მიმდინარეობს კვლევები დამწვრობის გარდა, პოლიტრავმა და მრავლობითი დაზიანებები რომ გამოირიცხოს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდებათ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები