სალომე ზურაბიშვილმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში მოინახულა.
„მდგომარეობას მგონი ექიმებისგან უფრო კარგად გაიგებთ და აქ კომენტარის გაკეთების ადგილი არ არის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
არ არის ამისი ადგილი, მოვედი სულ სხვა რამისთვის. დღეს ვარ მოსული, როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა. აქ ვარ მოსული როგორც ადამიანი და არა როგორც პოლიტიკოსი. არ მოვსულვარ პოლიტიკური კითხვებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისში, ფონიჭალაში აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულის ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია.
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები