გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების – თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, საქართველოს თავისუფალ ბიზნესგარემოსა და მოქნილ საგადასახადო სისტემაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ ასევე, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის სწრაფი განვითარების პოტენციალს გაუსვა ხაზი.
თურქეთის ელჩმა ჯერენ იაზგინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთის სახელმწიფო საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით არის დაინტერესებული. ამასთანავე, ყურადღება გაამახვილა, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებზე, რაც ბიო-სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივების საკითხებს.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.
შეხვედრას თურქეთის ელჩი საქართველოში ჯერენ იაზგინი, ზირაათ ბანკის ქართული ფილიალის დირექტორი მეჰმედ ებარი და სამინისტროს სიტემაში შემავალი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები