კახა კალაძე და შალვა ხუციშვილი ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მივიდნენ

ზემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულის ნგრევა გამოიწვია, თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა ხუციშვილი მივიდნენ.
მათ შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, სადაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ დედა-შვილს. 
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულის ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია.
ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები