“ევროპარლამენტარები ძალიან აქტიურად გამოხატავენ მხარდაჭერას, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია”

„ვიქტორ ბოშტინარუმ, რომლის შეხედულებებიც რუსეთთან მიმართებაში ყველასთვის კარგად ცნობილია, გააკეთა განცხადება, რომელიც საჭიროდ ჩათვალა“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები ძალიან აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია.
„რუმინელმა დეპუტატმა, რომლის შეხედულებებიც რუსეთთან მიმართებაში ყველასთვის კარგად ცნობილია, გააკეთა განცხადება, რომელიც საჭიროდ ჩათვალა. მთავარია, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. ჩვენი შეხვედრები იყო ძალიან კეთილგანწყობილი. ევროპარლამენტარები ძალიან აქტიურად გამოხატავენ მხარდაჭერას, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
დეპუტატის თქმით, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო და ევროპული კულტურის ნაწილია. ხულორდავამ აღნიშნა, რომ უნდა ჩატარდეს იმ სტანდარტის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ევროპის ქვეყნებშია მიღებული.
„მთავარია, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ევროპული კულტურის, ევროპის დემოკრატიის ნაწილი და ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩატარდეს იმ სტანდარტის არჩევნები, რომელიც მიღებულია ევროპის ქვეყნებში. ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც იყო უაღრესად კონკურენტული და მომავალ არჩევნებს, რომელიც მიმდინარეობს ასევე ძალიან კონკურენტულ გარემოში ევროპარლამენტარები მიესალმებიან და გვისურვებენ, რომ გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, საქართველოს პრეზიდენტად შესაფერისი არ იქნება “.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები