ივანე მაჭავარიანი: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატურია

ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის შეფასებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური ბიუჯეტია, რაც კი ოდესმე ქვეყანას მიუღია.
ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პასუხობს ეკონომიკურ გამოწვევებს და ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზეა.
„ამავდროულად, ბიუჯეტის პროექტი სოციალურად ორიენტირებულია – პენსიონერებზე, იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ და ასევე სოციალურად დაუცველ 154 ათას ბავშვზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის. შეიძლება, კიდევ ბევრი წელი დასჭირდეს სანამ ბიუჯეტი ყველასთვის საკმარისი იქნება, მაგრამ რესურსების მობილიზაციისა და მათი ოპტიმალურად გადანაწილების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია”, – დასძინა მაჭავარიანმა.
ვანო მაჭავარიანმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგინა. დოკუმენტზე მსჯელობა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში გაგრძელდება, რომელიც მოგვიანებით, მთავრობას კორექტირებისთვის გადაეგზავნება.
პარლამენტი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საშემოდგომო სესიის დასასრულამდე, დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები