გაეროს უმაღლესი კომისარი ხურვალეთს ეწვია

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ნავანეთე პილეი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურვალეთს ესტუმრა. უმაღლესი კომისარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საცხოვრებელი პირობებს გაეცნო. ნავანეთემ პილაიმ საკოუპაციო ხაზის გასწვერივ მედბარე სოფლებში არსებული სკოლა მოინახულა. გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ადგილზე ნახა რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ გავლებული მავთულხლართები და შედეგად შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.
გაეროს უმაღლესი კომისარი თბილისს 19 მაისს ესტუმრა. მან შეხვედრები გამართა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შეხვდა პერმიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და საგრეო საქმეთა მინისტრს. უმაღლესი კომისარი საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. საქართველოში ვიზიტს კი მედიის წარმომადგენლებთან შეაფასებს.
ქართული მხარემ გაერო-ს უმაღლეს კომისარს გააცნო ბოლო პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ვიზიტი შესაძლებლობას მისცემს ქართულ მხარეს მიიღოს უმაღლესი კომისრის რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი შემდგომი ზომების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები