„როცა სამსახურში ზიხარ და არაფერს აკეთებ, ამას პარაზიტობა ჰქვია “

garibashvili4

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროკურატურიდან 30 – მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, გათავისუფლებული თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობდა.
მისი თქმით, გათავისუფლებული ადამიანები სახელმწიფოს ხარჯზე პარაზიტობდნენ. „იმაზე, თუ რატომ მოხდა პროკურატურიდან თანამშრომლების გათავისუფლება, ამაზე ალბათ უკეთესად პროკურატურა ისაუბრებს. მე ვიცი, რომ არსებობდა სერიოზული კითხვები მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. პროკურატურამ განმარტა, რომ ეს ადამიანები შარჟით და ფოტოშოპით იყვნენ დაკავებულები. როდესაც პროკურორი ზის და მუშაობის დროს ფოტოშოპებით და ერთმანეთის დაცინვით ერთობა, ასეთი ადამიანი სახელმწიფო დაწესებულებაში არსად არ უნდა მუშაობდეს.
ეს კატასტროფაა. რა არის ამაში გაუგებარი? როცა სახელმწიფოს ხარჯზე ზიხარ, არაფერ აკეთებ და ერთობი, ეს პარაზიტობაა“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის განცხადებით, სამსახურიდან წასულმა ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ თქვას, მაგრამ ამ დროს მეორე მხარესაც უნდა მოვუსმინოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები