ივანე მაჭავარიანი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაზე: ეს არის ბოლშევიზმი!

ეს არის ბოლშევიზმი, – ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება.
“ხომ იცით, მაგას რაც ჰქვია?! ეს არის ბოლშევიზმი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გეგმავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები