დავით მაღრაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: არავის დაავიწყდება საქართველოში მათი ავკაცობა, მათი უზნეობა და სისასტიკე

„რევანშისტული, აგრესიული საფრთხე ჩვენ თვალწინ არის, ყალიბდება. მოდიან ათასნაირი პროვოკაციით, ათასნაირი მაქინაციით, რომლითაც თავი ისახელეს თავის დროზე”, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ მოძრაობის – „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, თელავში გამართული შეხვედრისას “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით განაცხადა.
„რევანშისტული, აგრესიული საფრთხე ჩვენ თვალწინ არის, ყალიბდება. მოდიან ათასნაირი პროვოკაციით, ათასნაირი მაქინაციით, რომლითაც თავი ისახელეს თავის დროზე. ძალიან საინტერესო არის მათი მოწოდება, რომ დაივიწყეთ, ამ ცხრა წელიწადზე ნუღარ ილაპარაკებთო. კი, ბატონო, დავივიწყებთ, მაგრამ თვითონ რატომ არ ივიწყებენ ხელისუფლებისთვის ლტოლვას? თავიანთ სკამს რატომ ვერ ივიწყებენ? ვიდრე თავიანთი სკამი ემახსოვრებათ, არავის დაავიწყდება საქართველოში მათი ავკაცობა, მათი უზნეობა და სისასტიკე. მე არ შევშფოთებულვარ არჩევნების შედეგებით. ჯერ ერთი, როგორც”ნაციონალები” ხატავენ, ასე არ არის, რადგან პირველ ადგილზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია გასული და მერე სხვა. მაგრამ ისეთი დიდი უპირატესობით რომ ვერ გაიმარჯვა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პირველივე ტურში, ამან ჩემი გულდაწყვეტაც გამოიწვია“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. შეკრებილი საზოგადოება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს აპროტესტებს. მოძრაობის – „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები