ზეკარის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს 110 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთვნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე, გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი. ამ დროისთვის, ადგილზე 110 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები