დავით სერგეენკო: პენსიის 400 ლარამდე გაზრდა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ჩამოშლას ნიშნავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებაზე, პენსიის 400 ლარამდე გაზრდის თაობაზე, განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ჩამოშლას ნიშნავს. მისი თქმით, როდესაც პენსიაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი გააზრებული და რეალისტური იყოს.
„ასაკით პენსიები ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის მდიდარი ქვეყნებისთვის, არის გამოწვევა.
როდესაც პენსიაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია, ყველა ნაბიჯი, იქნება ეს დაპირება, პროექტის გაზიარება თუ მისი შესრულება, იყოს რეალისტური. 400 ლარამდე გაზრდა ნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში 1,9 მილიარდი, რაც გამოიყოფა ასაკით პენსიისთვის, გაორმაგდეს. თანხის გაორმაგება ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არცერთი სახელმწიფო სამსახური, სასწრაფო დახმარება, სახანძრო, პოლიცია და არმია, უნდა ჩამოიშალოს საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, თუმცა აბსოლუტურად არარეალურია”, – განაცხადა დავით სერგენკომ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ დაპირებად პენსიის 400 ლარამდე ზრდას ასახელებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები