კახა კოჟორიძე სასჯელაღსრულების თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებზე გამოძიებას ითხოვს

   სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული მაღალი პრემიების საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს, – ამის შესხებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლალი მოროშკინას განცხადება ამტკიცებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაღალი პრემიები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე დუმილისთვის მიიღეს.
“ახლა როცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება, არა რომელიღაც მოქალაქის, არამედ იმ ადამიანის მიერ, ვინც სისტემაშია დასაქმებული და აქვს გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა, ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს. ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაზეც ქალბატონი მოროშკინა საუბრობს, ამიტომ გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გაირკვეს სიმართლე, მითუმეტეს, რომ უწყებაში აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს”, – განაცხადა კოჟორიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა საკმაოდ მაღალი პრემიები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები