გრიგოლ ვაშაძე: მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ძალიან ვამაყობ

“მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ძალიან ვამაყობ”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან 1958 წელს თბილისში დაბადებული ადამიანი სხვანაირი ვერ იქნება. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ვამაყობ ამით. მე ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა: ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ. მე ფანტასტიკური სკოლა გავიარე. ე.წ. “ქართული ოცნება” და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ, ითამაშონ ჩემს ბიოგრაფიაზე იმის თქმით, რომ მე „კა-გე-ბეს” აგენტი ვარ, რომ მე რუსეთის გავლენის აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები