სუსი: უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 1 ნოემბერიდან სოფელ ბალთასთან მავთულხლართების მონტაჟის განახლების ფაქტს.
როგორც „კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის წლის, 1 ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლდა, რის შედეგადაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები