“გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გავეცნოთ პროგრესს თითოეულ მიმართულებასთან,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა მთავრობის მეთაურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა.
“მონაცემები, რომელიც არის ასახული წერილობით დოკუმენტში და ის პერმანენტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ხდება ცნობილი მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გავეცნოთ პროგრესს თითოეულ მიმართულებასთან მიმართებით,” – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.