გურამ მაჭარაშვილი: ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პრემიერის ხედვა საინტერესო იქნება

“ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პრემიერის ხედვა საინტერესო იქნება,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

“დღეს არის ბევრი გამოწვევა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, საინტერესო იქნება პრემიერის ხედვები. როგორც ერთი წლის განმავლობაში, ასევე, სამომავლოდ, თუ რა ხედვა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც რეალურად საქართველო ატარებს,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები