ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას: ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე

დღეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია!
მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში საუბრობს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, მოქალაქეების დიდი ნაწილი განაწყენებულია, რადგან დასაშვები გახდა “მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე”.
“მინდა, მივმართო ჩემს ხალხს!
მინდა, მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე!
პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის!
მაგრამ დღეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია!
მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების.
მესმის, რომ უკმაყოფილოები ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა.
მესმის, რომ უკმაყოფილოები ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს.
უკმაყოფილოები ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა.
ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე.
დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო არც იმ 9-წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავზე და ოჯახზე იწვნია.
და არც ჩვენს მიღწევებზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები