რას აცხადებს თინა ხიდაშელი „რესპუბლიკელების“ მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზე

“ნაცმოძრაობას სჭირდება, ასე ვთქვათ, “გარეცხვა” იმით, რომ ვინც მისი ოპოზიციის წინა ხაზზე იყვნენ, მათ უნდა დაუჭირონ მხარი, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს.
ჟურნალისტი ინტერესდება, რითი ხსნის ხიდაშელი იმას, რომ “რესპუბლიკელებმა” გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს მხარი.
“ნაცმოძრაობას სჭირდება, ასე ვთქვათ, “გარეცხვა” იმით, რომ ვინც მისი ოპოზიციის წინა ხაზზე იყვნენ, მათ უნდა დაუჭირონ მხარი. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიმე ასეთი პარტია მათ გვერდში დაუდგეს და ამიტომ არის, რომ სააკაშვილი დღეს „რესპუბლიკელებს“ პირდაპირი მნიშვნელობით 24-საათიან რეჟიმში ეფერება. მე ამ პარტიიდან წასვლის დღიდან ვთქვი, რომ მათზე არ გავაკეთებდი კომენტარს, მიუხედავად იმისა, რაც უნდა თქვან, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ცუდი რამ თქვეს ჩვენზე, მაგრამ მე პატივს ვცემ იმ 12 წელს, რომელიც მათთან ერთად გავატარე და ნამდვილად არ ვაპირებ მათთან სპარინგის რეჟიმში ჩართვას. მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არ მიკვირს. პრინციპში, მათი ამ ნაბიჯით შეგიძლიათ მიხვდეთ, რატომ დავტოვე”რესპუბლიკური პარტია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები