“აშშ-ს საელჩო ეთანხმება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნების პირველი ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა”

საქართველში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ საკუთარი ნების დაფიქსირების საშუალება.
მისივე თქმით, აშშ-ს საელჩო, ასევე, იზიარებს იმ პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით.
„ჩვენი საელჩო იზიარებს, ასევე იმ პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით და იმედი აქვს, რომ მეორე ტურში ხარვეზები გამოსწორდება. ჩვენ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები